Posts

ლექსები დედაზე

ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია. თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს, გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე, დედის გული და კალთა გაგათბობს. ნუ შეგაშინებს მეხი იერით, მეხი უფესვო ხეებს ერევა, ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი, ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა. დედა ჰქვია დედაციხეს, დედაქალაქს, დედამიწას, დედაბოძს თუ დედაენას დედის ძალა დედამ მისცა! დედა უძღვის წინ ყველაფერს, ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს... რადგან ძალა დედამ მისცა, დედა იცავს დედამიწას! თუ შენს სკოლას ასახელებ, სად იყო და სად არა, დედის გულის ხმა მოგწვდება, ჩემო კარგო, პატარავ! როცა ტოლებს ჩამორჩები და სწავლა არ გწადია, დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ, მისი გულის დარდია! სადაც იყო, ყველგან გნახავს დედის გული ალალი. ან დედაზე საყვარელი, მითხარ, ქვეყნად რა არი! და, პატარავ, მაშ იცოდე, ყველას შეუყვარდები, ოღონდ დედის გულს უსმინე, გაუფურჩქნე ვარდები. ჩემო ტკბილო

ლექსები დედაზე

თუ შენს სკოლას ასახელებ, სად იყო და სად არა, დედის გულის ხმა მოგწვდება, ჩემო კარგო, პატარავ! როცა ტოლებს ჩამორჩები და სწავლა არ გწადია, დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ, მისი გულის დარდია! სადაც იყო, ყველგან გნახავს დედის გული ალალი. ან დედაზე საყვარელი, მითხარ, ქვეყნად რა არი! და, პატარავ, მაშ იცოდე, ყველას შეუყვარდები, ოღონდ დედის გულს უსმინე, გაუფურჩქნე ვარდები. ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო, მზე რომ გიკრთის თვალებში, თან ატარე სასოებით დედის წმინდა ალერსი. და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე, იცოდე, ჩვენც გვპირდები. გმირი, ზრდილი, პირდაპირი, შენ სამშობლოს სჭირდები.

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

“ დედა გვეუბნებოდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, ეჩვევა სიღარიბეს ხალხი, ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ თავისი ადგილი იპოვოს. დღესაც, თუ ადამიანი კარგად იფიქრებს, ნახავს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში.  პირველ რიგში კი უნდა იპოვოს ღმერთი”-საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე „დედაჩემს მიაჩნია, რომ მე საუკეთესო ვარ. და მე ისე გამზარდეს, რომ ყოველთვის უნდა მჯეროდეს, რასაც დედა მეუბნება“ – დიეგო მარადონა ქალები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. მამაკაცები ყოველთვის ეძებენ ქალში პატარა ბალიშს, რომელსაც თავს მიაყრდნობენ. ისინი ყოველთვის დედას ეძებენ ქალში, რომელიც მას როგორც პატარა ბავშვს, ისე მოექცეოდა“ – კოკო შანელი „მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მიზეზი, რამაც მომცა უნარი თვითგამოხატვის და იმის, რომ არ ვყოფილიყავი შეშინებული, იყო ის, რომ დედა არ მყავდა. მაგალითად, დედები გასწავლიან მანერებს. მე კი საერთოდ არ მისწავლია ეს წესები და ინსტრუქციები“ – მადონა „დედაჩემი ცოცხალი საოცრებაა“ – ლეონარდო დიკაპრიო „მე რომ შემსრულებელი არ ვყოფილიყავი, ალბათ სილამაზის სვეტის რედ

ლექსი დედაზე

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?!  - მშობელი დედა. ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა. ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -  ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა მოძიებულია ანა შუბითიძის მიერ

ლექსი დედაზე

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა. ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა      მოძიებულია თათა თედორაძის მიერ.

ლექსი დედაზე

ობოლი   დედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგდო ობოლი კუდურმა დედინაცვალმა. დამწყევლა ენაბოროტმა, გამღალა მისმა მე თვალმა… აღარც ვიზრდები, არც ვკვდები, შევკვნესი სხვისა კერასა, დედის სახელსაც ვერ ვამხელ, ვაი ჩემს ბედისწერასა!.. დედას ვეძახი - “მამასა”, ვეძახი მამას - “პაპასა”; არც ერთი პასუხს არ მაძლევს და იმან გამაკაპასა. ოჰ, რა ძნელია ობლობა და უძნელესი - გერობა! დედინაცვალის დედობა, მისი მოყვრული მტერობა! დედის რძე თაფლი ყოფილა და დედინაცვლის - ნაღველა: დავლიე - ყელზე დამადგა, ძირმწარედ წამომახველა!.. ისევ დედის რძის ჭირიმე, ძუძუებს ვენაცვალები! ოცნებით მაინც შევეტკბო, სიცხადით განაწყალები!    მოძიებულია ლილი აბულაძის  მიერ

ლექსი დედაზე

   შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია, არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ, შენი გულისტკენაც თითქოს ადვილია, მინდა მომეფერო დედა. დღედაღამ ფუსფუსებ, დღედაღამ მხარს მიჭერ, როგორ არ იღლები ნეტა, დარდსა და საფიქრალს ახლოს არ მაკარებ, ჩემო საყვარელო დედა. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მჭირდები, სულ უფრო მეტად და მეტად, შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია, მინდა დიდხანს მყავდე, დედა. ნატალია ნადირაშვილი მოძიებულია ლილი აბულაძის მიერ.